სომხეთი, უზბეკეთი, ირანი - სად და რა რაოდენობის ყურძენს ყიდულობს საქართველო
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,576 ტონა 1.7 მლნ დოლარის ღირებულების ყურძენი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 267 ტონით მეტია. 2021 წელის 5 თვეში საქართველომ 1,309 ტონა 1.4 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2022 წელს ყურძენი იყიდა:

  • სომხეთი - 674.5 ათასი დოლარი (832.5 ტონა)
  • უზბეკეთი - 727.9 ათასი დოლარი (487.6 ტონა)
  • ირანი - 181.9 ათასი დოლარი (118.1 ტონა)
  • ნიდერლანდები - 112.4 ათასი დოლარი (37.4 ტონა)
  • თურქეთი - 92.3 ათასი აშშ დოლარის 97.9 ტონა
  • ესპანეთი - 5.4 ათასი აშშ დოლარის 2 ტონა

ასევე მცირე რაოდენობით, (ტონაზე ნაკლები) ყურძენი საქართველომ შეიძინა: პოლონეთში, ლიეტუვაში, ისრაელში და გერმანიაში.


წყარო: BPN


Print