“მე მინდა საქრთველო, რომელიც იქნება სამართლიანი და მრავალფეროვანი“ - ქამრან მამადლი აქციაზე

3 ივლისს, რუსთველის გამზირზე მასშტაბური აქცია, „შინ ევროპიკენ“ გაიმართა.

აქციაზე სიტყვით არაერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი და აქტიური ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან მამადლიმ, რომელმც ხაზი გაუსვა ევროკავშირის ღირებულებებს და ამ გზაზე საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს.

„დღეს ჩვენ აქ რომ ვდგავართ და ვაპროტესტებთ, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამასთანავე , უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აქ ორი მიზეზის გამო ვდგავართ. პირველი არის ქართული ოცნების უპატიებელი შეცდომები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მეორე რუსეთის უსამარლო იმპერიალისტური და აგრესიული ომი უკრაინაში. რუსეთზე როცა ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს შორის ადამიანები, მიზანმიმართულად, სპეციალურად მუშაობდნენ იმაზე რომ დაემტკიცებინათ ჩვენთვის და დაეჯერებინებინათ რომ რუსეთი არის ორნაირი. თურმე პუტინის რუსეთი არც ყოფილა ცუდი. თურმე 2008 წლის ომი არ დაუწყია რუსეთს და დაუწყია საქართველოს. სამწუხაროა რომ ჩვენი პასიურობის, ნიჰილიზმის და უმოქმეობის შედეგად მათ ნაწილობრივ მიაღწიეს შედეგა. დღეს კი ეს ადამიანები ცდილობენ რომ დაგვაჯერონ თითქოს არსებობს ორნაირი საქართველო. ერთის მხრივ არის საქართველო რომელიც წვავს ევროპულ დროშებს. ხოლო მეორეს მხრივ არის საქართველო რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ. მე მინდა საქრთველო, რომელიც იქნება სამართლიანი და მრავალფეროვანი“, - ამბობს ქამრან მამადლი.

აქციები საქართველოს პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორცილებისათვის 6 თვიანი ვადა მიეცა.




 

Print