გასული წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით
სასამართლომ 3 პირს 5 000 – 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
მათ მსჯავრი სისხლის სამართლის 160-ე მუხლით შეეფარდათ, რაც
საკუთრებაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას
გულისხმობს, რაც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობას.
როგორც „თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი წერს, სასამართლო
გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე პრიმა მუხლი, რაც
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს.
„დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ
(პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში
უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით –
ჯგუფურად და ძალადობის მუქარით”, – წერს მარიამ
კვარაცხელია.