მობილურების იმპორტი და რეექსპორტი რეკორდულად იზრდება - ქვეყნები, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ ტელეფონებს
ტელეფონების როგორც იმპორტი, ისე რეექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე 12,507 მლნ აშშ დოლარის მობილურები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,530 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 5 იანვარ-მაისში კი - 97.7 ათასი აშშ დოლარის.


რაც შეეხება იმპორტს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდაა. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ 102,132 მლნ აშშ დოლარის ტელეფონები შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 80,057 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის იანვარ-მაისში - 57,110 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ და ვყიდით მობილურ ტელეფონებს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მობილური ტელეფონები შეიძინა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 34,468 მლნ აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 17,061 მლნ აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 13,033 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი -10,702 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 8,463 მლნ აშშ დოლარი
  • ვიეტნამი - 5,448 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 4,804 მლნ აშშ დოლარი
  • შვედეთი - 1,710 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 1,364 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 1,146 მლნ აშშ დოლარი
ქვეყნები, სადაც 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ტელეფონები რეექსპორტით გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 9,219 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 2,440 მლნ აშშ დოლარი
  • თურქმენეთი - 435.9 ათასი აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 190.7 ათასი აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 121.4 ათასი აშშ დოლარი
  • ლიეტუვა - 52.3 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 26.4 ათასი აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18.5 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 1 600 აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 700 აშშ დოლარი
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები