ივნისში საქართველოში მხოლოდ 6 პროდუქტი გაიაფდა
2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:

  • სტაფილო - 9.6%-ით
  • ლიმონი - 8.1%-ით
  • ბანანი - 3.2%ით
  • ნიორი - 1.4%-ით
  • წიწაკა - 0.7%-ით
  • მსხალი -0.9%-ით

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები