ქულათა სისტემის აღსრულება მიბმული უნდა იყოს ჭკვიან კამერებზე — “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”
საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ჩამოკლების სისტემის შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ საგზაო მოძრაობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დღეს, 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შემცირდეს ისეთი საავტომობილო დარღვევების რაოდენობა, რომელიც მსხვერპლს ან მძიმე დაზიანება იწვევს, საჭიროა, რომ დამრღვევი მძღოლები ჭკვიანი კამერების საფუძველზე დაჯარიმდნენ, რადგან ადამიანური რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის:

“ვფიქრობ, აქ ვებრძვით იმ დამრღვევ მძღოლებს, რომლებიც უხეშად არღვევენ და არ იცავენ წესებს. მხოლოდ ფულადი ჯარიმა საკმარისი არ არის, რადგან ამ კატეგორიის მძღოლებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ ხოლმე ჯარიმის გადახდაზე. მათი შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა ქულათა უფრო ეფექტური ადმინისტრირება.

ლეტალობის და მძიმე დაზიანებების გამომწვევ დარღვევებში ერთ-ერთი წამყვანი არის სიჩქარე, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება და ა.შ. ამიტომ, ქულათა სისტემის აღსრულება უნდა იყოს მიბმული ჭკვიან კამერებზე, რადგან მძღოლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მათი დარღვევები პასუხგაცემულია. სხვა შემთხვევაში პოლიციის ადამიანური რესურსი უბრალოდ არასაკმარისია”,
– განმარტა ლალიაშვილმა

მისი თქმით, გასულ წელს ქულები მხოლოდ 92 ადამიანს გაუნულდა, რაც არსებულ საგზაო დარღვევებთან შეფარდებით, ძალიან ცოტაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები