დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 14:00
საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება.
მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს
განიხილავს:
1. საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ ;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შესახებ” ;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს
მთავრობასა და შპს ,,თბილისი ჰესს’’ შორის ,,თბილისი ჰესის’’ შესახებ
დასადები ხელშეკრულების თაობაზე”;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო
შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ ;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სსიპ -
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” .