გუდაურთან დაღუპულების ოჯახები სახელმწიფოსგან 100 000 ლარს მიიღებენ - ღარიბაშვილი
გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცემათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბასვილმა განაცხადა.

მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება.

„ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეს მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლები ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემედგენლობას, ასევე დაღუპულ ექიმებს, ეს დიდი ტრაგედიაა…

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამაინების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს გამოუყოფს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სმაინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“,
- განაცხადა პრემიერმა.

29 ივლისს,გუდაურის მიმდებარედ პარაპლანი ჩამოვარდა, დაიღუპა ტურისტი, ინსტრუქტორი კი დაშავდა. მათთან მისული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა/ ვერტმფრენში ეკიპაჟის წევრებთან ერთად მაშველები და ექიმები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: პუბლიკა
Print