აგვისტოში 3 დღის განმავლობაში დასავლეთის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ
9, 10 და 11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე აღნიშნეს, რომ ეს დაგეგმილი იყო, ამიტომაც ამ დღეებში სამგზავრო მატარებლებზე ბილეთები გაყიდული არ არის.

მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება 12 აგვისტოდან.

„საქართველოში რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. ეს არის 249 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდას და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ამ პროექტის ფარგლებში კომპანია აშენებს ახალ გვირაბებს, კეთდება სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში არ იმოძრავებენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები“
– განაცხადეს რკინიგზის პრესსამსახურში.

წყარო: ნეტგაზეთი
Print