ზედამხედველობის სამსახურს სახელმწიფო ქონების უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში დაჯარიმების უფლება ეძლევა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოვალეობები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ გამოიტანა და თქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ახალი დელეგირებული უფლება აქვს.

საუბარია ზედამხედველობის სამსახურზე, რომლებსაც რამდენიმე თვეში საჯარიმო სანქციების გატარება შეეძლებათ სახელმწიფო მიწების უნებართვოდ სარგებლობაში გამოყენების შემთხვევაში, ქარსაფარი ზოლის დაზიანების და სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში ბანერების უნებართვოდ განთავსებაში.

"სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, იზრდება ზედამხეველობის სამსახურის უფლებამოსილება. მკაცრი აღრიცხვის ფურცლის დამტკიცების საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურს უფლებამოსილება ენიჭება დააჯარიმოს ყველა ის პირი, რომელიც უნებართვოდ ისარგებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით. ასევე, უფლება მოსილება ენიჭება, რომ ქარსაფარი ზონის დაზიენების შემთხვევაში მიიღონ გარკვეული საჯარიმო სანქციები. ასევე, სათამაშო ბიზნესის, ტოტალიზატორის და ა.შ საკითხებთან დაკავშირებით, ბანერების უნებართვო განმთავსებასთან დაკავშირებით და ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ნებართვას საჭიროებს, სანქციები იქნება გამოყენებული" - თქვა ნინო დეკანოიძემ

ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ზედამხედველობის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება ახალი უფლებამოსილებების შესახებ ნოემბრის თვეშია დაგეგმილი. საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ რომელიც თვლის, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს ზედამხედველობის სამსახურის ეფექტურ მუშაობას.

"აქამდე მათ არ ჰქონდათ უფლება გაკრკვეულსაკითხებთანმიმართებაში პირდაპირ მოეხდინათ დაჯარიმება. ახლა პირდაპირ შეეძლებათ ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება, რაც ხელს შეუწყობს ეფექტურ მუშაობას. არიან მოქალაქეები, რომლებიც არ ემორჩილებიან, სასამართლოში მიდის საქმე და და პროცესი იწელება" - თქვა ამირან გიორგაძემ.

1 აგვისტოს საკრებულოზე სულ 4 საკითხი განიხილეს. სხდომა 7:38 წუთს გაგრძელდა. საკითხბი შეეხო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს, გარე რეკლამებს და იჯარით ასაღები მიწის აუქციონზე გატანას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები