ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით
გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივნისში საარსებო შემწეობას 661 061
ადამიანი იღებდა, ეს კი 105 404-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების
იმედად 555 657 ადამიანი იყო.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 69 456-ით გაიზარდა იმ
ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას
საჭიროებს. კერძოდ, თუ 2021 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური
დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 054 567 ადამიანი, 2022
წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 1 124 023-მდე გაიზარდა. აქ მატება
6,5%-ია.