ზუგდიდში მანქანა ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა
ზუგდიდში მანქანა ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა. შეთხვევის შედეგად ქალი ადგილზევე დაიღუპა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print