დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ანგარიშით, საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორისაა,
რომლებიც ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან.
„საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად სპეციფიკური ტესტირება 2020
წლის 4 თებერვალს დაიწყო, დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ჩატარებული ტესტების
ჯამურმა რაოდენობამ 18 161 408 შეადგინა, მათ შორის PCR – 7 251 308
და ანტიგენი - 10 910 100.
2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ტესტირების (PCR+ანტიგენი)
მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე 4 897 შეადგენდა (მათ შორის PCR
ტესტირების - 1 955, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირების - 2 942).
საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორის, რომლებიც ტესტირების
ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან და მე-10 ადგილს იკავებს“, -
ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის
ბოლომდე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების წილი 60-70%-ს შეადგენდა,
ხოლო 2022 წლის მარტიდან, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება PCR
ტესტირებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში 2020-2022 წლების,
COVID-19-ის შესახებ ანალიზს მოიცავს.