1+4 პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველები, რომლებმაც ზოგად უნარებში მაღალი ქულები აიღეს

5 აგვისტოს, აზერბაიჯანულ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატებული შედეგები აჩვენეს მარნეულელებმა, რომლებიც 1+4 პროგრამისთვის ემზადებია. მარნეულის N8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ფიდან ხალილოვამ 80 ქულიდამ 72 ქულა აიღო.

ფიდანის სურვილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლოს. სასურველ უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველი სწორედ თსუ უწერია. ხალილოვა ამბობს, რომ ენდობოდა თავის ცოდნას და სჯეროდა, რომ მაღალ ქულას აიღებდა, თუმცა 72-ს არ ელოდა.

„ჯერ პროფესია ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ინგლისური ენის ფილილოგია მინდა. მე-11 კლასში შანსი გვქონდა, რომ გამოცდა ჩაგვაბარებინა და გვეცადა. იმ წელსაც ჩავაბარე. მაშინ არ ვიყავი მომზადებული მაგრამ 45 შევაგროვე. მაგიტომ ცოტა მშვიდად ვიყავი რომ მოუმზადებლად თუ ამდენი ქულა ავიღე, მომზადებული მაღალს ავიღებ-მეთქი. ამიტომ, დიდად არ ვნერვიულობდი. უბრალოდ ბევრი ვიშრომე“


სადახლოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გულასარ ხუდიევამ ზოგადი უნარების გამოცდაში 71 ქულა აიღო. ხალილოვას მსგავსად, მასაც სწავლის გაგრძელება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სურს.

„ამ წამს ძალიან ბედნიერი ვარ. მაღალ შედეგს ველოდი, მაგრამ ამდენად არა. გამოცდაზე გასვლის მეშინოდა. მათემატიკოსი მინდა გამოვიდე. მე სდუტენდებს ვუსურვებ რომ საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერონ. იოცნებონ კარგ შედეგებზე. ადამიანი თუ ოცნებობს რამეს, ამისთვის ემზადება“

ნურჯან ვალიევა კირეჩ მუღანლოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან 80 ქულიდან 67 აიღო. ვალიევას სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველ ნომრად ჯავახიშვილი უწერია. ამბობს, რომ შედეგი მისთვის მოულოდნელი იყო.

„გამოცდაზე ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე დიდი მხარდამჭერი ოახის და საყვარელი ადამიანები იყვნენ. ძალიან რთულია გრძნობების ასახვა. ჯერ არ მჯერა. ძალიან უცნაური გრძნობაა. ჯერაც ვნერვიულობ და არ გამივლია ნერვიულობა. მე ვემზადებოდი ჩასაბარებლად. მასწავლებლებს ვუხდი მადლობას, ყველას მხარადჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ეკონომიკაზე მიდნა ჩაბარება“

ბახიშ მამედხანოვმამ 63 ქულა შეაგროვა გამოცდებზე. ის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.

„გამოცდაზე მეტად პასუხების ლოდინი იყო ჩემთვის რთული. ძალიან ლამაზი გრძნობაა და ყველამ უნდა გაიგოს ეს. არასდროს არ ვნერვიუობდი. დარწმუნებული ვიყავი რომ 60 ქულას შევაგროვებდი. ჯერ პროფესია არ მაქვს შერჩეული. ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და იმდენად არ გვაქვს ინფორმაცია პროფესიებზე. ერთი წელი მოსამზადებელში ვიქნები. ამ გზაზე ჩემს დას და დედას სულ სჯეროდა ჩემი“

კირეჩ მუღანლოს საჯარო სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული ვუგარ აჯალოვია. მან 56 ქულა აიღო. დუმაღლესი განათლების მიღებაში ყველაზე მეტად მას დედა უჭერს მხარს.
" გამოცდაზე წასვლისას ძალიან ვნერვიულობდი და 56 ქულა ავიღე. ახლა ძალიან მიხარია. მასწავლებლებს დიდი როლი ენიჭებათ ამ პროცესში. ძირითადად ფერზინ მასწავლებელს ვუხდი მადლობას. ჩემი მიზანი ტურიზმის სფეროში სწავლაა. შედეგები ისეა როგორც მინდოდა“

აღსანიშნავია, რომ ეს იმ მოსწავლეების მონაცემებია, რომელიც რადიო მარნეულისთვისაა ცნობილი.

 

Print