შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მართვის მოწმობების
სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც საქართველოში მართვის
მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების
ვალდებულება ამოქმედდა, 3 თვეში 3 529 მართვის მოწმობაა გაცემული.
კერძოდ, მაისში - 2 188; ივნისში - 556; ხოლო ივლისში - 785.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის
აღების მსურველებს
პრაქტიკული გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე
რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება უწევთ.
რაც შეეხება ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ მონაცემებს, სტატისტიკა
ასე გამოიყურება:
- იანვარი - 3 340;
- თებერვალი - 5 216;
- მარტი - 5 722;
- აპრილი - 5 357.