თეატრი „ერა“ ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
თეატრი ერა ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. წარმოშობით უკრაინელი რუსი მწერალის ნიკოლაი გოგოლის „ერთი გიჟის დღიურის“ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერა 17 სექტემბერს, 15:30 საათზე, თბილისში ათონელის თეატრში გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ანარ რაფიგოღლუ, მთავარი როლის შემსრულებელი კი ალი ილგაროღლუა. სპექტაკლის რეჟისორი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ნამუშევარი არამხოლოდ გოგოლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, არამედ თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

„ეს სპექტაკლი ბერვ ქვეყნებში, ასევე ევროპაში დაიდგა. ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობთ და ვგეგმავთ ამ სპექტაკლს. მე ვიტყოდი, დაახლოებით ორ წელზე მეტია გვინდა ამის მომზადება, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები გადაიდო. სპექტაკლის პრემიერა ახლა იქნება. აქამდე ერაში ასეთი ნაწარმოები არ დადგმულა. სინამდვილეში ძალიან ძველი, კლასიკური, მხატვრული ნაწარმოებია, აქაურობისთვის კი ეს ახალ სპექტაკლად ითვლება. სპექტაკლის დროც ისე შევარჩიეთ რომ რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუმრებმაც შეძლონ დასწრება“.

ანარ რაფიგოღლუს თქმით, სპექტაკლის მომზადება მისთვის ძალიან რთული იყო, რადგან სპექტაკლისათვის რეპეტიციებს პარკში ატარებდნენ.

„მე წლების წინ მსახიობად, მერე კი რეჟისორად ვმუშაობდი და აქამდე ბევრი სპექტაკლის მომზადებაში ვიღებდი მონაწილეობას. იყო სპექტაკლები რომელიც რთულად გავამზადეთ. ეს მათ შორის ყველაზე მძიმე პიროებებში მომზადებული სპექტაკლია. სოციალურ ქსელებშიც გვერდებზე პოსტებს ვდებდით. როგორც იცით, თეატრი ერა უკვე რამდენიმე თევა ადგილის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ერთად შეკრების და მეცადინეობისთვის ადგილი არ გვაქვს. ბოლო დროს პარკში ვამზადებით სპექტაკლებს. ეს სპექტაკლიც პარკშია მომზადებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან რთული იყო. პარკებში ხმაურია, ხანდახან გარშემო ადამიანები გვიყურებდნენ, ამ ყველაფრის ფარგლებში ძალიან რთული იყო სპექტაკლის მომზადება. რა ვქნათ ასე მოხდა. ამითაც არ ვართ უკმაყოფილო. პირიქით, სულ აღვნიშნავ რომ ქვეყანას და საზოგადოებას მინდა ვაჩვენოთ რომ ამ პირობებში სპექტაკლის მომზადება შესაძლებელია. ამ სპექტაკლს არც ერთი ფინანსური მხარდამჭერი არ ჰყავს. სპექტაკლი თეატრი ერას ხარჯითა და შესაძლებლობებითაა მომზადებული“.

რაფიგოღლუს განმარტებით, გარდა „ერთი გიჟის დღიურისა“ „ერა“ მეორე სპექტაკლზეც მუშაობს, რომელიც პრემიერისთვის უკვეე მზადდება.

„ჩვენ ამ სპექტაკლამდე სხვას ვამზდებდით. იმ სპეტქკლის რეჟისორი ჩვენი თეატრის დირექტორი ნამიგ ჰაჯიევია. სპექტაკლი აზერბაიჯანელი კლასიკოსებიდან ერთ-ერთის აბდურეჰიმ ბეი ჰაგვერდიევის პიესაზე „ვინ არის დამნაშავეა“ დაფუძნებული. ის სპექტკლი თითქმის მზადაა. უბრალოდ პრემიერისთვის ბოლო სამზადისები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით ამ სპექტაკლის პრემიერის შემდეგ მისი პრემიერა გაიმართება. ორივე სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე იქნება“.

ანარ რაფიგოღლუს თქმით, ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თეატრი „ერას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

რადიო "მარნეული"
Print