გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2022 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო
ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 114 - ხე-ტყის
უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი
საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის
ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი
- 43
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში - 13,
სამცხე-ჯავახეთში - 12, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 5,
სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4,
გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი
იმერეთში, თითო-თითო კი - შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო
სვანეთში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.