სომხეთში ექსპორტი თითქმის, გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 7
თვეში საქართველოდან 251,532 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა,
რაც 1,9-ჯერ აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. 2021
წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა 128,121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება, სომხეთიდან იმპორტს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა
ფიქსირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
წელს 7 თვეში, აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 341,954 მლნ აშშ
დოლარის
პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 272,178
მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, რას ვყიდით და ვყიდულობთ
სომხეთში.
ტოპ-10 საქონელი, რომელიც წელს 7 თვეში საქართველოდან სომხეთში
გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - 32,639 მლნ აშშ
დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი
მანქანები და სხვა - 12,106 მლნ აშშ დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების
გარეშე - 10,941 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10,783 მლნ
აშშ დოლარი
- ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისგან
- 7,029 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის
დანამატების შემცველობით - 6,446 მლნ აშშ დოლარი
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის
ექსტრაჰირებისას - 5, 620 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5, 258 მლნ
აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი,
გაცივებული ან გაყინული - 4,849 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4,821 მლნ აშშ
დოლარი
ტოპ-10 საქონელი, რომელიც წელს 7 თვეში საქართველოში სომხეთიდან
შემოვიდა:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 248,696 მლნ აშშ
დოლარი
- საფრენი აპარატები სხვა - 14,000 მლნ აშშ
დოლარი
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 13,804
მლნ აშშ დოლარი
- ელექტროენერგია - 10,236 მლნ აშშ დოლარი
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან - 7,912 მლნ
აშშ დოლარი
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 7,569 მლნ
აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისგან - 6,014 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები მოლიბდენის - 3,969 მლნ აშშ
დოლარი
- შტეინი სპილენძისა; სპილენძი საცემენტაციო - 2,623 მლნ
აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,822 მლნ აშშ
დოლარი