რუსეთში აქციებზე 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – Ovd-Info
რუსული მედიაპროექტის Ovd-Info-ს თანახმად, 21 სექტემბერს რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542 დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, სულ მცირე 504 კი, მოსკოვში.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დღეს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები სკანდირებდნენ – „არა ომს“; „არა უაზრო სიკვდილს“; „პუტინი ბორკილებში“; “სიცოცხლე ჩვენს შვილებს!“.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მოქალაქეთა დაკავებისა და მათზე ძალადობის კადრებიც.



რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციაზე აკავებენ მომიტინგეს.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წყარო: ნეტგაზეთი
Print