"ორი ლიცენზიის აღება მოგვიწევს" - მთავრობა აზარტული თამაშების მოსაკრებლებს ცვლის
საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების მოსაკრებლებს ცვლის - შესაბამის პროექტზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. BMG-სთან საუბარში აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკურ კაზინოებში, სადაც სლოტ კლუბებია განთავსებული, აქამდე მოქმედი წესით სლოტ კლუბის ლიცენზია ღირდა უფრო ნაკლები, ვიდრე კაზინოს ლიცენზია. თუმცა ახალი წესით იგეგმება ამ მოსაკრებლების გათანაბრება, რაც გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ფიზიკური სლოტ კლუბების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

“დიფერენციაცია რომ გავაკეთოთ, კაზინოში ერთი მაგიდა ღირს კვარტალში 15 ათასი, ონლაინში 250 ათასი. ჩვენ ვიხდით ორ მოსაკრებელს, სპორტზე ცალკე და კაზინოზე ცალკე.

ჩვენ რასაც არ ვეთანხმებით არის ის, რომ კაზინოს ნაწილი ორად იყოფა, ერთი იქნება სლოტ კლუბების ლიცენზია, მეორე იქნება კაზინო თამაშების ლიცენზია. შესაბამისი თანხა ჯერ არ გაჟღერებულა რა იქნება.

ორი ლიცენზიის აღება მოგვიწევს. დღესდღეობით მოქმედი წესით მიწის ობიექტში თუ გაქვს კაზინო, იმავე ტერიტორიაზე სლოტ აპარატების ლიცენზია ბევრად ნაკლები ღირს.

თუ მაგალითად კაზინოს ლიცენზიაა 5 მილიონი ლარი ამ შემთხვევაში, ამავე სივრცეში სლოტ აპარატების ლიცენზიაა 100 ათასი ლარი. ორი ლიცენზიაა ეს ამაზე ვთანხმდებით, თუმცა განსხვავება დიდია. სავარაუდოდ, ლიცენზიის ფასი სავარაუდოდ ერთნაირი და ეს იქნება არამართებული ონლაინის მიმართ,”
- განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

2022 წლის 8 თვეში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 93.4 მილიონი ლარის მოსაკრებელი შევიდა.

წყარო: ბმ
Print
თეგები: #cazino #economy #georgia