ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი
ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინასთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსხური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლში ყალბ
100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც
თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის
გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ
100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის
სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც
ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის
ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის
დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, -
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.