აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი
ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის მარნეულში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა.

ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (Project Harmony).

ეს ორგანიზაცია ზემოხსენებულ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-16 წლის მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

„პროგრამაში ჩართული ბავშვები ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ისწრაფოდნენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენ“, – წერია პროგრამის აღწერაში.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს 4 სემესტრს, ჯამში 420 სასწავლო საათს.

25 მონაწილის არჩევენ კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
თეგები: #georgia #marneuli #marneulifm #USA
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები