6 თვეში, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 97 418 პირს დააკლდა, 1 401 830-მა პირმა კი 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა
მიმდინარე წლის 6 თვეში, 30 ივნისის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 11 პირს ამოეწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები სულ 97 418 პირს დააკლდა, 11-ს კი სრულად ამოეწურა.

ამასთან, 100 ქულა უკლებლივ შეინარჩუნა 1 401 830-მა პირმა.

ინფორმაციისთვის, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება, გამოცდას აბარებს ან ელოდება 12 თვის გასვლას.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print