საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი3 2022 წლის აგვისტოში,
2022 წლის ივლისთან შედარებით,
1.4%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების
ფასების ინდექსი 0.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები
1.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია
აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა, მათ
შორის 3,
4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი
11.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 36.3%-ით
გაიზარდა.
„2022 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი
სასტუმროების საშუალო ფასმა 182 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი
სასტუმროების საშუალო ფასმა - 284 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების
საშუალო ფასმა აგვისტოში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან
სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 510 ლარი შეადგინა. გურიაში ამ
ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა
727 ლარი შეადგინა, კახეთში - 569, აჭარაში - 547, ხოლო თბილისში -
538 ლარი,“ - ნათქვამია კვლევაში.