საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა - pmcg
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი3 2022 წლის აგვისტოში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, 1.4%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 11.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 36.3%-ით გაიზარდა.

„2022 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 182 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 284 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 510 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 727 ლარი შეადგინა, კახეთში - 569, აჭარაში - 547, ხოლო თბილისში - 538 ლარი,“ - ნათქვამია კვლევაში.

წყარო: BPN
Print