ვოლოდიმირ ზელენსკი - იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ასობით ცხედარია დაკრძალული.

„მივიღე მეტი ინფორმაცია. ჟურნალისტები გზაში არიან. კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი საფლავია. ეს არის ის, რაც ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამართლიანია და უნდა გაგრძელდეს.

„სანქციები სამართლიანია, 100 პროცენტით სამართლიანი. სანქციები უნდა გაგრძელდეს. ამ სანქციებს ექნება პოლიტიკური და ფინანსური გავლენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #georgia #Russia #Ukraine
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები