საქართველოს რომელ რეგიონშია დაბალი და მაღალი ხელფასი
2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:
  • თბილისი - 1,802.1 ლარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1,394.4 ლარი;
  • ქვემო ქართლი - 1,271.5 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1,232.9 ლარი;
  • იმერეთი - 1,122.4 ლარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,017.9 ლარი;
  • შიდა
    ქართლი - 978.2 ლარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 959.9 ლარი;
  • კახეთი - 957.9 ლარი;
  • გურია - 946 ლარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 848.8 ლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები