რაიონები თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი და გაყიდვები ყველაზე მეტად გაიზარდა
2022 წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, წელს აგვისტოში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.9 აშშ დოლარია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 27%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 999 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 27%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის აგვისტოში ჯამში - 3 610 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები, არის: დიდი დიღომი - 80%, კრწანისი - 79% და საბურთალო - 38%-იანი ზრდა.

რაც შეეხება ღირებულებას, აგვისტო საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 31%-ით გაიზარდა საბურთალოს რაიონში, მას მოსდევს გლდანი და ნაძალადევი, შესაბამისად, 30% და 28%-იანი ზრდით.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები