რუსული მარცვლეულის ექსპორტის ტემპი ოპტიმალურ გრაფიკს ბევრად ჩამორჩებოდა
ახალი სეზონის პირველი სამი თვის განმავლობაში მარცვლეულის ექსპორტის ტემპი ოპტიმალურ გრაფიკს ბევრად ჩამორჩებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მომდევნო თვეებში დანაკარგი აინაზღაუროს. ამის შესახებ აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის („ИКАР“) გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ „აგროინვესტორის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სახის მარცვლეულის ექსპორტი იმ ოპტიმალურ დონეზე დაბალი იქნება, რომლის დროსაც ნორმალური მარაგი იქმნება, ამიტომ მარაგები ჭარბი იქნება და შესაბამისად, შენახვის დროს დანაკარგები გაიზრდება.

„მთავრობის ყურადღება უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ შევინახოთ მარცვლეული, რომ შემდეგ მოსავლამდე მივაღწიოთ,“ - აცხადებს რილკო.

მისი თქმით, ზეთოვან კულტურებზეც, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა და მათი საექსპორტო პოტენციალიც დიდი ალბათობით, არარეალიზებულად დარჩება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები