დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით,
საქართველოში 2 921 949 აცრაა ჩატარებული. სრულად აცრილია 1 276 173
ადამიანი.
რეგიონების მიხედვით სრული დოზით ვაქცინირებულების რაოდენობა ასეთია:
თბილისი - 607 777 ადამიანი, კახეთი - 62 913 ადამიანი,
მცხეთა-მთიანეთი - 22 729, ქვემო ქართლი - 64 681, შიდა ქართლი - 64
441, იმერეთი - 138 969, სამცხე -ჯავახეთი - 25 804, რაჭა- ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი - 10 053, სამეგრელო -ზემო სვანეთი - 88 951, გურია -
37 239, აჭარა - 155 191.
ამასთან, მინიმუმ ერთი დოზით ყველაზე მეტი ადამიანი - 53,19% 18-49
ასაკობრივ კატეგორიაშია აცრილი, 10%-მდეა ვაქცინირებული 60-64
ასაკობრივ კატეგორიაში.
ამასთან, რაც შეეხება სამედიცინო პერსონალში ვაქცინირების სტატისტიკას
- 2 დოზით აცრილია ექიმების 81%, სამი დოზით კი ექიმების მხოლოდ
33%.
ექთნების 64% ორი დოზით არის აცრილი, 3 დოზით კი მხოლოდ - 13%, რაც
შეეხება უმცროს სამედიცინო პერსონალს 53% ორი დოზით არის აცრილი, 10%
კი - სამი დოზით არის აცრილი. ადმინისტრაციული პერსონალის 67% ორჯერ
არის აცრილი 19% - კი სამჯერ.