COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან - დადგენილება
COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გამოსცა და ის საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, კონტაქტირებულ პირებს მთავრობა აძლევს მკაცრ რეკომენდაციას ნიღბის ტარების შესახებ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, კონტაქტირებული პირი არ ექვემდებარება იზოლაციას, ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში;

კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში“, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. 

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები