30 სექტემბერს მარნეულში ელექტროენერგია შეიზღუდება
კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, ტაზა მახალა, ნაგორნაია, სოვხოზნაია, დამია, ქვემო სარალი, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო,შულავერი, იალღუჯის დას. და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები