რუსეთიდან ბოლო დროს შემოსულები რესტორნებში ნაკლებად იკვებებიან - რესტორატორთა ასოციაცია
„ბოლო დროს შემოსული ადამიანები არ არიან სეგმენტი, რომელიც რესტორნებში იკვებება“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს ადამიანები უფრო მეტად რითეილ სექტორის მომხმარებლები არიან.

„ტურისტული სეზონი აუცილებლად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად. პანდემიის პერიოდში ფაქტობრივი რეცესიის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დიდი აღდგენა, არა მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდით, არამედ, ადგილობრივი მოთხოვნითაც.

რაც შეეხება სექტემბერს, როგორც წესი, იმდენად აქტიური აღარ არის, როგორიც ზაფხულის თვეები. რუსეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში შემოსულ ნაკადს, გარკვეული ზეგავლენა ჰქონდა, მაგრამ არა ამის პროპორციულად, რამდენი ადამიანიცაა შემოსული. შესაბამისად, ჯერჯერობით დამატებითი ზეგავლენა, რაც სურათს შეცვლიდა, არ ყოფილა. ბოლო დროს შემოსული ადამიანები, არ არის ის სეგმენტი, რომელიც რესტორნებში იკვებება. ვფიქრობ, ისინი, უფრო რითეილ სექტორის მომხმარებლები არიან. ალბათ, მათი მიმართულებით ზრდის მასშტაბი ბევრად დიდია“,
- განაცხადა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები