განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით უწყებაში არცერთი მოთხოვნა არ შესულა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით უწყებაში არცერთი მოთხოვნა არ შესულა. შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროდან „ინტერპრესნიუსმა“ გამოითხოვა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში რუსული სკოლის გახსნის ან საჯარო სკოლებში რუსული სექტორის დამატებასთან დაკავშირებით განაცხადი არ შემოსულა“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები