სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა
კანდიდატმა მიმართმა,
– ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
განცხადებების მიიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია
9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების
პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის
კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების
საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.
სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:
- ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“
ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი
და პარტნიორები“ ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის
მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა
თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
- სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი
- თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული
პროფესორი
- ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა
ასოციაცია“ თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა
კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი
„თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“
დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების
გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა“
დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის
რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“
აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და
პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის
წევრი
- ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“
დირექტორი