სახალხო დამცველობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია | სია
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართმა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

განცხადებების მიიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.

სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:
  1. ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
  2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
  3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
  4. ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
  5. სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  6. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
  7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
  8. ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
  9. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
  10. ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
  11. გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
  12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
  13. მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
  14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
  16. ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
  17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
  18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

წყარო: პუბლიკა
Print