2022 წლის ყველაზე დიდი მოცულობის საწვავი საქართველომ რუსეთში იყიდა
2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 364,2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 228,6 ათასი ტონა (60,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 137,6 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 9,3 ათასი ტონა (2,5%);

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 335,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 176,5 ათასი ტონა - 23,9%; ბულგარეთი - 87,9 ათასი ტონა - 11,9%; თურქმენეთი - 68,4 ათასი ტონა - 9,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 7,5%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 1%, საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა - 0,6%, ყაზახეთი - 1,8 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები