თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფორმაციას არ ფლობს იგეგმება თუ არა ლუგარის ლაბორატორიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარის ლაბორატორია გამოეყოს და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. როგორც გაბუნია განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

"ლუგარის ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი. ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ქვეყანა იყენებს. რაიმე ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნავს გაბუნია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები