პოზიციები იცვლება, თუმცა ამირან გამყრელიძე სისტემაში რჩება - თამარ გაბუნია
პოზიციები იცვლება, თუმცა ბატონი ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

საქმე ის არის, რომ NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ის თანამდებობიდან წასვლას რამდენიმე წელიწადში აპირებდა, როცა გარკვეულ პროექტებს დაასრულებდა.

„პოზიციები იცვლება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში, ის აგრძელებს მუშაობას კონსულტანტის პოზიციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში და მისი ექსპერტული რჩევის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. სისტემაში ბატონი ამირანი რჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივნისში გადადგა.

წყარო: ბმ
Print