საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
აღნიშნული მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ
პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და
უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.
პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას,
საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური
ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის
ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას;
ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების
მოწყობას.
პროექტის ღირებულება 8 699 999 ლარია და მისი დასრულება 2023 წლის
ივნისში იგეგმება.