„ახმეტელისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში დამატებითი ტურნიკეტები მოეწყობა - კალაძე
„ახმეტელის“ მეტროსა და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქაალქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, კალაძის თქმით, აღნიშნულ ორ მეტროსადგურში არის 7 გასასვლელი, ახალი ტურნიკეტების მონტაჟით კი შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა.

„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემდეგ შესაძლებელი იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ეს გაზრდის გამტარუნარიანობას, შესაბამისად, პიკის საათებში აღნიშნულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. თუმცა ეს არის მოკლევადიან პერიოდში პრობლემის მოგვარება, დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას,“
- განაცხადა კალაძემ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები