ბოლო 10 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით - ივა ჭყონია რუსეთთან ვაჭრობაზე
ნაცვლად იმისა, რომ შეგვეზღუდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, უფრო მეტად მოხდა ეკონომიკური მიბმა - ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,ბიზნეს პალიტრა" დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

,,ის რომ, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მაღალია რუსეთზე, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ალტერნატიული ბაზრები გვეპოვა და მაქსიმალურად შეგვეზღუდა რუსეთიდან პროდუქციის შემოსვლა.

პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფი, ლოგისტიკურადაც საკმაოდ ხელსაყრელია, დღეს ამის ცვლილება საკმაოდ რთული იქნება და დასჭირდება წლები. მაგრამ როცა ქვეყანა ოკუპანტია, არ უნდა მიება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით",
- განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, დღეს ძალიან ცოტა ფერმერია საქართველოში, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის ბაზარს სჭირდება. ,,გლობალ გეპის" სერთიფიკატი უნდა ჰქონდეთ აღებული, რაც საქართველოში 2%-ზე მეტს არ აქვს. „ბევრი თემაა, რაზეც სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და არ ჩატარებულა", - ამბობს ჭყონია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia #Russia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები