2025 წელს მთავრობა ტურიზმიდან $5.2 მილიარდის შემოსავალს ელოდება
2025 წლისთვის საქართველოს მთავრობა ქვეყანაში თითქმის 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტს ელის. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 9.4 მლნ იყო, ხოლო 2022 წლისთვის მათმა რიცხვმა 5 მლნ-ს უნდა მიაღწიოს.

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს, მთავრობის მოლოდინით, 2025 წელს მათი რიცხვი 7.6 მლნ იქნება, რაც მცირედით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, როცა ქვეყანაში ამ ტიპის ვიზიტებმა 7.7 მლნ-ს გადააჭარბა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის ქვეყანა ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო.

ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში საჰაერო გზით შემომსვლელი ვიზიტორების პროცენტული წილი 60%-მდე გაზრდება. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 51% იყო. 2025 წლის პროგნოზითვე, ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 490 დოლარი იქნება [2019 წელს ეს მაჩვენებელი 349 დოლარი იყო], ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა კი 5 ღამემდე გაგრძელდება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia #turizim
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები