გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01
სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,
უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო
სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 48
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთშიც - 18, აჭარაში - 11,
შიდა ქართლშიც - 11, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც - 6, გურიაში კი, 3 სამართალდარღვევა
გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.