ბათუმში მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა
ბათუმში, ანგისის დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეათე სართულიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #Batumi #criminal #georgia #police
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები