რუსეთის მოქალაქეების მიერ ყოველთვიურად გახსნილი ანგრიშების რაოდენობა 6,000-დან 10,000-მდე მერყეობს - IDFI
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, IDFI-იმ რუსეთის მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა საქართველოს ბანკებში. ირკვევა, რომ ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ.


რუსეთის მოქალაქეების საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემების ანალიზისას კვლევითი ორგანიზაცია გამოთქვამდა ვარაუდს რომ, ჯერ კიდევ მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსეთის 42 ათასზე მეტი მოქალაქის ვიზიტი ნაკლებად იყო დაკავშირებული ტურისტულ მიზნებთან, ვინაიდან, მათ ქვეყანა არ დატოვეს მინიმუმ 1 თვის (30 ივლისის მდგომარეობით) დაყოვნების შემდეგაც. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის სავარაუდო შემთხვევებს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის თანმხვედრი მაჩვენებლები.

- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ.

- ყოველთვიურად გახსნილი ანაგრიშების რაოდენობა 6,000 დან 10,000 მდე მერყეობდა.

- რისკის ზედამხედველობის AML ანგარიშგების ფორმების მიხედვით, მთლიანად საბანკო სექტორში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიურ ანგარიშს ფლობდა 28,221 რუსეთის რეზიდენტი პირი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 58,162-მდე გაიზარდა.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო ორ თვეში ახალი ანგარიშები გახსნა კიდევ 13,375 რუსეთის მოქალაქემ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 31 აგვისტოს მდგომარეობით აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე მოიცავს იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსაც. როგორც ირკვევა 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები