ილჰამ ალიევი - მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.

„მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა ალიევმა პრაღაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“
- სიტყვით გამოსვლისას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები