ბავშვთა თეატრ „ბიზის“ სამხატვრო ხელმძღვანელს „გარდაბნის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მიანიჭეს
ბავშვთა თეატრ „ბიზის“ სამხატვრო ხელმძღვანელ ბინალი ისლამოღლუს „გარდაბნის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მიანიჭეს.

საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების ცერემონია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში მიმდინარე "გარდაბნობა 2022"-ზე 4 ოქტომბერს გაიმართა.

გარდაბნის საპატიო მოქალაქის სტატუსის მფლობელმა ბინალი ისლამოღლუმ რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ ამაზე ლამაზ ჯილდოზე ვერც კი იოცნებებდა.

„პირველ რიგში ასეთი ჯილდოსთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტს ვუხდი მადლობას. იმ ადამიანებს რომლებიც სულ მხარს გვიჭერენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის სიურპრიზი იყო. გაგვეხარდა? დიახ. თუ შენს მიერ გაკეთებულ საქმეს აფასებენ ამაზე ლამაზი ჯილდო არ არსებობს. ხელოვნების წარმომადგენლისთვის ჯერ პირველი მოდის მისი ხელოვნების შეფასება. ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის. ეს იმ ადამიანების წარმატებაა რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს, ჩვენი თეატრის კოლექტივის, სტუდენტების წარმატებაა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გარდაბნის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბინალი ისლამოღლუმ

გარდაბნის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარკარათელი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეკხაური, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

აღსანშნავია, რომ კონცერტი გაიხსნა „ფოლკლორული ანსაბლი „ბეტანიის“ „მრავალჟამიერის“ ნომრით. ღონისძიებაზე წარადგინეს ადგილობრივმა ანსამბლებმა ქართული და აზერბაიჯანული ხალხური ცეკვის ნონრები. „გარდაბნობა 2022“ “Night Show Band”-ის მუსიკალური ჯგუფის გამოსვლებით დასრულდა.

რადიო "მარნეული"
Print
თეგები: Gürcüstan Marneuli Qardabani