უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, 423 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 423 ბავშვი დაიღუპა, 810 კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, კიევის, მიკოლაივის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი, რომელიც მიკოლაივში, რუსების მიერ დაბომბილი 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ მაშველებმა გამოიყვანეს, გარდაიცვალა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: უკრაინა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები