„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – საპროტესტო აქცია მერიასთან
თბილისის მერიასთან დღეს დილიდან საპროტესტო აქციით მოქალაქეები შეიკრიბნენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პროცესში ჩართულმა სხვა მაღალჩინოსნებმა, ვაკის პარკში დაღუპული და დაშავებული მოსწავლეების გამო პასუხისმგებლობა აიღონ.

არც მარტია მეფარიშვილის დაღუპვისა და არც ორი მოზარდის დაშავების გამო შსს-ს არავინ ჯერ დაუკავებია.


მანამდე აქტივისტები ამბობდნენ, რომ აქციებს პერმანენტული სახე ექნებათ, მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გამოავლინა თუ არა ვინმეს დანაშაული.

Print ელ. ფოსტა
თეგები: თბილისი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები